
დღეს შუადღისას, 15:13 საათზე თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ნორიოა. მისმა სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა და 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.