Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის განხილვამდე აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება" - მეზვრიშვილი

20 სექტემბერი, 2018 17:44

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ის პერიოდი, სანამ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა შეჩერებული იქნება, ხელისუფლებამ საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენოს, თუმცა, როგორც მან განაცხადა, შსს შეეგუება კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებასაც.

„დრო, რაც პარლამენტმა აიღო ამ საკითხთან დაკავშირებით და შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკის შემცველი არ არის და პირიქით, რეგლამენტსა და ჩარჩოებში ექცევა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც გვაქვს ქაოსური მდგომარეობა“, - განმარტავს შს მინისტრის მოადგილე.

ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტები მას სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და ამით არათუ ნარკოტიკის მოხმარება წახალისდება, პირიქით, ნარკოდანაშაულისა და ზოგადად, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანი გახდება.

„თუ საკანონმდებლო ორგანო ინიციატივის განხილვას მიუბრუნდება, უწყება მზად არის, პროცესში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს“, - დასძენს მეზვრიშვილი.

პარლამენტმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის განხილვა, სასულიერო პირების პროტესტის ფონზე, შეაჩერა და გაურკვეველი დროით გადადო. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით მარიხუანის მოხმარება არ წახალისდება. ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ არსებობს საფრთხე, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წაახალისოს, მას გაიწვევენ.

კობახიძე: თუ ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წახალისდება, პროექტს გამოვიწვევთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^