Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“ უწყაბათაშორისი კომისია დატოვა

20 სექტემბერი, 2018 18:27

გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშიაში“  შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა  უწყებათაშორისი კომისია დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით,  ბოლო პერიოდში პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  არაერთი შენიშვნა და რეკომენდაცია დაუგროვდათ. ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ კომისია და მისი ხელმძღვანელი თეა წულუკიანი არ აპირებენ რადიკალური ცვლილებების შეტანას საქმიანობაში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას სხვა ფორმატში გააგრძელებს. 

„ბოლო პერიოდში უწყებათაშორისი კომისიის მუშაობასა და ამ კომისიის ხელმძღვანელის მიმართ ბევრი პრეტენზია დაგროვდა. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთი შენიშვნა და რეკომენდაცია ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კომისია და მისი ხელმძღვანელი თეა წულუკიანი არ აპირებენ რადიკალური ცვლილებების შეტანას  თავიანთ საქმიანობაში. მეტიც, დაიწყო შეზღუდვები იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ, არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომლებიც კონკრეტულ სუბიექტებს აწუხებდათ. ამიტომ, ჩვენ ვტოვებთ უწყებათაშორის კომისიას და სხვა ფორმატში გავაგრძელებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას“,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღეს უწყებათაშორისი კომისია  პარტია „ევროპულმა საქართველომაც“ დატოვა. პარტიის წევრის, ოთო კახიძის თქმით, კომისია საარჩევნო დარღვევებზე არ რეაგირებს, მისი მუშაობა ფარსს დაემსგავსა, რის გამოც „ევროპული საქართველო" ამ ფორმატში მუშაობის აზრს ვეღარ ხედავს.

წინა კვირაში უწყებათაშორისი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^