Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას ქუჩის საქმის დასკვნის მოსმენისას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

20 სექტემბერი, 2018 21:15

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ზაზა პაპუშვილის განცხადებამ და უმცირესობის მიმართ რეპლიკებმა გამოიწვია.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა იყო უგვანო და უშინაარსო. მან უმცირესობის დეპუტატებს უზრდელი უწოდა.

„ეს ადამიანები, ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანენ. კომისიამ სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად იმუშავა. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი... ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო“, - მიმართა უმცირესობის წევრებს ზაზა პაპუაშვილმა, რომლის შეფასებებსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

სხდომათა დარბაზის შემდეგ დეპუტატების დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა. პაპუაშვილმა სერგო რატიანს უცენზურო სიტყვებით მიმართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

„სოვლაბი“ ეროვნულ არქივს სასამართლოში უჩ ...

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (სოვლაბი) სასამართლოში უჩივის იუსტიციის სამინიტროს დაქვემდებარებულ&nb ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თელავის მერია: ინაუგურაციის გამო 14-16 დ ...

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინა ...

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ...
^