Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ხუმრობით ვთქვი

20 სექტემბერი, 2018 22:57

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" იუმორით თქვა და პატრიარქის მოწოდება, რომ პოლიტიკური განცხადებები სასულიერო პირებს არ გაეკეთებინათ, მას არ ეხებოდა.

„იმის გამო ვრეკავ, რომ იცოდეთ, რომ პატრიარქის მიმართვა მე საერთოდ არ მეხება. აბსოლუტურად არ მეხება მე. მოწოდებაში გამახვილებული იყო ყურადღება მათზე, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ – ან არ დაუჭიროთ მხარი კონკრეტულ პიროვნებას, მტერია და ა.შ. ჩემს [ნათქვამზე] ქალბატონ სალომეს არ ჰქონია ისეთი გამოხამრება… თქვა, რომ მეუფეს რაც უთხრეს იმ მომენტში, იმაზე გასცა პასუხი. თან, მე იუმორით გავეცი პასუხი - კრამიტებიც და კანაფის დედოფალიც. ორივე მე თქვი კი, არ უარვყოფ, მაგრამ ვხუმრობდი… ეს იყო ხუმრობის ფორმა", - განაცხადა ქორეპისკოპოსტმა იაკობმა.

ქორეპისკოპოსი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^