Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიეტნამის პრეზიდენტი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა

21 სექტემბერი, 2018 11:47

ვიეტნამის პრეზიდენტი ტრან დაი ქუანგი ქვეყნის სამი ოფიციალური ლიდერიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც მეტწილად ცერემონიულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

ვიეტნამის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქუანგი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ადგილობრივი და უცხოელი ექიმების მცდელობის მიუხედავად, 61 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ქუანგი ვიეტნამის პრეზიდენტი 2016 წლის აპრილში გახდა. მანამდე ის უსაფრთხოების მინისტრი იყო, რომელიც დაზვერვასა და სახელმწიფო უშიშროების სხვა სამსახურებს მოიცავს.

პრეზიდენტი დედაქალაქ ჰანოიდან 70 კილომეტრის მოშორებით, პატარა დასახლებაში დაიბადა. ის ვიეტნამის კომუნისტურ პარტიაში ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, პოლიციის გენერალი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სტრუქტურის პოლიტბიუროს წევრი გახდა.

ქუანგის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. საჯაროდ ის ბოლოს ინდონეზიის პრეზიდენტ იოკო ვიდოდოს ვიზიტის დროს, 11 სექტემბერს გამოჩნდა. პრეზიდენტი მაშინ უკვე ძალიან ცუდად იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^