Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს - მოხუცის ცემისა და მისთვის პენსიის წართმევის ბრალდებით შვილი და შვილიშვილი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 11:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში მოხუცის ცემისა და ძარცვის ბრალდებით მისივე შვილი და შვილიშვილი დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^