Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი "პანკისობის" ჩატარებას აპროტესტებს

22 სექტემბერი, 2018 12:06

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი "პანკისობის" ჩატარებას აპროტესტებს, მათ მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და "პანკისობაზე" მანქანებს შიგნით არ უშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „პანკისის სათემო“ რადიო ავრცელებს. 

„პანკისის სათემო რადიოს“ ცნობით, 22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილია „პანკისობა 2018-ის“ ჩატარება, რომელიც გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავს. როგორც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, ის, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ღონისძიება არ ჩატარდეს.

„მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი. ჩემს შვილს ტერორიზმთან კავშირი თუ ჰქონდა და დამნაშავე იყო, უტყუარი მტკიცებულებები დადონ. ხელისუფლებას ადამიანების მოკვლის უფლება არ აქვს. ვიდრე თემირლანის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება და დამნაშავეებს არ დასჯიან, კანონის ფარგლებში არ მივცემთ შესაძლებლობას აქ გასართობი ღონისძიებები ჩაატარონ“, - უთხრა „პანკისის სათემო რადიოს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^