Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 18:50

განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ცნობით, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

მათივე ცნობით, თბილისში მიმდინარე ძალოსნობის ჩემპიონატზე, ტალახაძე 105+ კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში ტალახაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა და ამასთანავე, ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 264 კგ დაძლია და აჯობა ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მიერ 2004 წელს ნაჩვენებ ისტორიულ შედეგს. ორჭიდის ჯამში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 478 კგ დააფიქსირა, რის შედეგადაც გააუმჯობესა მის მიერვე 2017 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი.

სამინისტროს ცნობით, ტალახაძის მიერ დაფიქსირებული შედეგები მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი არ შედის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. ქართველ ძალოსანს ახალი რეკორდების დამყარების შესაძლებლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ექნება, რომელსაც 1-10 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი უმასპინძლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^