Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ზუგდიდში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო

22 სექტემბერი, 2018 19:18

პრეზიდენტობის კანიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ზუგდიდში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

დარბაზის შესასვლელთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შეკრებილების ნაწილს შეხვედრაზე არ უშვებდნენ. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათი კითხვები 1991 წლის გადატრიალებისა და 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდებოდა. მოგვიანებით ისინი შეხვედრაზე შევიდნენ, კრიტიკული შეძახილები დარბაზშიც ისმოდა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რაც მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

„ბოლო რამდენიმე კვირაში, რაც დავიწყე საარჩევნო კამპანია ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ ცრუ ცნობებით. ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი. პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს არის ყველაფერი.

ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, რომ რუსეთი არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის, იყო და არის, 2008 წელს როგორც არასდროს. ოკუპანტი არის, მაგრამ ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას. კიდევ უნდათ, რომ დამიპირისპირონ ზვიადისტებთან და რომ მოვდიოდი სამეგრელოში, უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა, რომ ნუთუ შენ დაწერეო ის რასაც ავრცელებენო. არა, არაფერიც არ დამიწერია, ეს არის კიდევ ერთი ცრუ ცნობა. არ დამიწერია, შემიძლია დავამტკიცო. ერთი იმიტომ, რომ იმ დროს, როდესაც ამის დაწერას მაბრალებენ, ვიყავი საფრანგეთის დესპანი და ვინც იცის დიპლომატიის წესები, ისიც იცის, რომ ამ დროს არ მაქვს უფლება რამე დავწერო რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკის შესახებ. ეს რომ გამეკეთებინა , მერწმუნეთ, რომ არასოდეს არ ვიქნებოდი ამ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ელჩად დანიშნული,” - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^