Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთში, სარფის საზღვრთან მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა, დაშავდა საქართველოს 11 მოქალაქე

23 სექტემბერი, 2018 14:19

თურქეთში, სარფის საზღვრიდან 1 კილომეტრში თურქული სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა და დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი  საქართველოს 11 მოქალაქე. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს საავადმყოფოებში. მოქალაქეები ნაწილმა საავადმყოფო უკვე დატოვა, ხოლო 7 მოქალაქე ისევ რჩება საავადმყოფოში. 

„დაახლოებით 10:00 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ.-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე.

საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო 7 მოქალაქე სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოში“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით,  საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სამედიცინო დაწესებულებებიდან დღის ბოლომდე გაიწერებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^