Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბოლო კეთილი საქმე“ - გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მერაბიშვილის შეწყალებას სთხოვს

24 სექტემბერი, 2018 14:28

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

„ძალა ერთობაშია“ იუსტიციის სამინისტროსგან მერაბიშვილის ვადამდელი-პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას, მის სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში გადაყვანასა და სათანადო სამედიცინო კვლევების ჩატარებას მოითხოვს.

როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანსა და გიორგი მარგველაშვილს აკისრებს.

„გვინდა, ყურადღება მივაპყროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მცირე და დიდი პალატის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი. ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. ის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამინისტრო მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროვებს

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^