Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

24 სექტემბერი, 2018 15:15

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. მისი თქმით, ყოფილ მაღალჩინოსანს თვეზე მეტია იკვლევენ, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. 

„გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ. იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული. მან თქვა, რომ თვითონაც არ იცის, რას ნიშნავს ეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად, ცხადია, რომ თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი. ის უკმაყოფილო არ არის, თქვა, რომ ციხეში კარგად ექცევიან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამინისტრო მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროვებს

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^