Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: GNCC-ის მოთხოვნა ეთერიდან 3 საარჩევნო კლიპის ამოღებაზე ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

27 სექტემბერი, 2018 14:17

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (GNCC) მოთხოვნა ტელევიზიების მიმართ, ეთერიდან ამოიღონ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპი, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. 

„აღნიშნული დოკუმენტი (წერილი) არ არის  კომისიის სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, არ არის მაუწყებლების მხრიდან სავალდებულოდ შესასრულებელი.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.“

აღსანიშნავია, რომ ამ წერილს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.  ,,კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.“ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი  შეიცავს ქცევის ზოგად წესს, ეს დოკუმენტი ვერ იქნება კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა კომისიას. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე,“ თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

,,მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.“  რეკლამის დამკვეთი არ არის კომისიის რეგულირების სუბიექტი. იმ შემთხვევაში, თუ სარეკლამო რგოლით დარღვეულია კონკრეტული პირის უფლებები, მას შეუძლია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამკვეთის და არა მაუწყებლის მიმართ. აქედან გამომდინარე, სრულიად გაურკვეველია, რატომ შედის კომისია წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსში, მაშინ როდესაც პოლიტიკური სუბიექტები მისი რეგულირების სფეროში არ არიან.

ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში საკითხის განხილვის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია. ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მიმართოს თვითრეგულირების ორგანოს ან სასამართლოს“,- ნათვქამია განცხადებაში. 

საია მოვუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას, იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გასცდეს მის უფლებამოსილებას.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^