Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GNCC არ იზიარებს ზურაბიშვილის კლიპის ეთერიდან ამოღებასთან დაკავშირებით საიას განცხადებას

28 სექტემბერი, 2018 12:28

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

კომისია არ იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომისიის წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (GNCC) მოთხოვნა ტელევიზიების მიმართ, ეთერიდან ამოიღონ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპი, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. 

საია: GNCC-ის მოთხოვნა ეთერიდან 3 საარჩევნო კლიპის ამოღებაზე ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

„კომისია არ იზიარებს  „საია“-ს განცხადებას, იმის თაობაზე, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, საკითხის განხილვის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია, ვინაიდან საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის პირდაპირი მოვალეობაა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კარგად მოეხსენება, რომ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მონიტორინგი და კანონის მოთხოვნების დაცვა.

აღნიშნულიდან  გამომდინარე,  მაუწყებლებისთვის პასუხის გაცემისას კომისია მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში.  ამასთან,  მაუწყებლების მიერ კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^