Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია ადასტურებს ბიძინა ივანიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრის ფაქტს

01 ოქტომბერი, 2018 12:18

შინაგან საქმეთა  მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შეხვედრა შედგა და თავადაც ესწრებოდა.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელმა და ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას 4 მილიონი დოლარის გადახდა მოსთხოვა. 

„თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოინდომებს - ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ბატონ ოქუაშვილს მოუწევს თითო თეთრის გადახდა იმ ვალიდან, რაც აქვს. შეხვედრა შედგა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე. მე გავცემ პასუხს ყველა კითხვაზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც და ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^