Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვენაში ფიროსმანის ნამუშევრებს გამოფენენ

02 ოქტომბერი, 2018 15:16

ვენაში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ალბერტინას მუზეუმში გამოფენა 26 ოქტომბერს გაიხსნება და 27 იანვრამდე გაგრძელდება.

NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds - ამ სახელწოდებით გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად. ეს არის ფიროსმანის პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა ვენაში. გამოფენის შესახებ 5 ოქტომბერს თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართება.

პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^