Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიო► სალომე ზურაბიშვილი: არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი

03 ოქტომბერი, 2018 14:41

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა. ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრისას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხზე და რელიგიურ განსხვავებულობაზე ისაუბრა.

„მე მეძახიან და ამბობენ, რომ კათოლიკი ვარ. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი, მაგრამ ეს რატომღაც ჰგონიათ ლანძღვის სიტყვა. როცა ეს არის პირიქით, ყველას უნდა პატივს ვცემდეთ, მიუხედავად ყველას რელიგიისა. საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართვას ადგილობრივი რადიო NOR ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში გამოსვლისას ეთნიკურად სომხების მოქალაქეობის საკითხზეც ისაუბრა. „ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ“, - მიმართა ნინოწმინდაში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილის 6 რჩეული ფილმი

ზურაბიშვილის თქმით, მისი ინიციატივა იყო ორმაგი მოქალაქეობის საკითხი და ამის შედეგად, ეთნიკური სომხებიც შეძლებენ ერთდროულად საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეობას. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ იქაურმა მოსახლეობამ „ელამენტარული ქართულით ისაუბროს“.

„ერთმა პრეზიდენტმა ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თუმცა თქვენ [სომხებს] არ მოგცათ“ - ზურაბიშვილი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

წულუკიანი დანიაში კონფერენციაზე: შესაძლო ...

კომპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც  ყოველ წელს იმართება და კორუფციასთან დაკა ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

IPN: ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მო ...

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„შეგვიძლია, გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე“ - ...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხვალ  „რუსთავი 2-ის“, „ი ...
^