Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება, ალექსანდრე თევზაძე თანამდებობას ტოვებს

04 ოქტომბერი, 2018 14:50

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე  ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი ინიშნება და მისი საკურატორო სფერო სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობების კოორდინაცია და მონიტორინგი იქნება. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, მას აქვს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. აქვს ბიზნესიის მართვის მაგისტრისა და დოქტორის წოდება.

მინისტრის განცხადებით, მისი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას. ის სამინისტროში მუშაობას 31 ოქტომბრამდე გააგრძელებს.

დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებიც დაასახელა:

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - სოფო გორგოძე
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – გიორგი ვაშაკიძე
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი- ბერიკა შუკაკიძე
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამრცნიერო ფინდის დირექტორი – ზვიად გაბისონია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს

ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გიორგი ვაშაკიძე უხელმძღვანელებს

რუსთაველის ფონდს ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამწესებუ ...

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დასრულდა. იუსტიციის უ ...
24 მაისი
24 მაისი

გიორგი ჭელიძეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრო ...

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ...
24 მაისი
24 მაისი

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლ ...

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ს ...
^