Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიამ ტაქსის ნებართვის გაცემის ორგანიზებისთვის იუსტიციის სახლს 150 000 ლარი გადაუხადა

04 ოქტომბერი, 2018 16:42

დედაქალაქის მერიამ იუსტიციის სახლს ტაქსით მომსახურების გაწევაზე ნებართვის გაცემის ორგანიზებისთვის 150 000 ლარი გადაუხადა. 

სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, იუსტიციის სახლის ვალდებულება იყო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების მიღება, კონსულტაცია, ნებართვის მაძიებლის იდენტიფიცირება, ელექტრონული განაცხადის შევსება, განაცხადზე განმცხადებლის ელექტრონული ხელმოწერის მოთავსება, განმცხადებლისთვის ინვოისისა და ამობეჭდილი ნებართვის გაცემა.

21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება.

28 სექტემბერს, ანუ სექტემბრის ბოლო სამუშაო დღეს თბილისის იუსტიციის სახლში მოქალაქეთა ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა. ტაქსის მძღოლების გარდა, თავიანთი საქმიანობის დასარეგისტრირებლად ის პირები მივიდნენ, რომლებიც  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^