Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკალათბურთო გუნდი "დინამო" ზაზა ფაჩულიამ შეიძინა

05 ოქტომბერი, 2018 13:39

საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა - ზაზა ფაჩულიამ შეიძინა.

სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს.  

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა  მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

„გირჩის" ლიდერებისა და მხარდამჭერების ნა ...

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან „გირჩის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი გაათავისუფლეს. ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

პროკურატურა კიდევ ერთი საუბრის ჩანწერს ა ...

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩანაწერი მოქა ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნი სტე ...

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სტენდი, რომელშიც ნარჩენები შერეულად იყრებოდა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული და იყო ...
^