Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები, რომლებიც 2012-ში ფულს "ნაციონალურ მოძრაობას" სწირავდნენ

05 ოქტომბერი, 2018 15:00

საქართველოს აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა სიას აქვეყნებს.

მათ შორის არიან მსხვილი შემწირველები, რომლებმაც მმართველი ძალის მხარდაჭერილ კანდიდატს არანაკლებ 60 000 ლარი შესწირეს.

„ლიბერალმა“ მათი შემოწირულობების ისტორია გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანს ასევე მსხვილი თანხები 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის" აქვთ შეწირული.

ესენი არიან:

გიორგი ქსოვრელი - შპს food import-ის პარტნიორი, შპს „სი ფუდის“ ხელმძღვანელი, შპს „სი ფუდ გრუპის“ დირექტორი.

60 000 ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს, 2018-ში კი იგივე თანხა სალომე ზურაბიშვილს.

ავთანდილ გულიკაშვილი - შპს „სათავე პლიუსის“, შპს „საგარეჯო 2009-ის“, შპს „ჯი Xxx-ის“ პარტნიორი. 

2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას" 18 000 ლარი შესწირა, 2017-ში კი უკვე 50 000 "ქართულ ოცნებას" და რამდენიმე დღის წინ 60 000 სალომე ზურაბიშვილს.

ვლადიმერ სტეფანიანი - შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფისა“ და შპს „კრისტალსერვისის“ დირექტორი, შპს „კრიტალვილის“ პარტნიორი.

2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 2500 ლარი შესწირა, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს კი - 60 000 ლარი.

დავით შენგელია  - შპს „ქლინ ვორდის“ და  შპს „ვ.ს.-ს“ პარტნიორი, შპს „კაპაროლ ჯორჯიას“ წარმომადგენელი, შპს „ბორანის“ და შპს „კასა ჯის“ დირექტორი.

2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა, 2017 წელს - „ქართულ ოცნებას“ - 55 000 ლარი, ხოლო წელს სალომე ზურაბიშვილს - 60 000 ლარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

პროკურატურას დვალი-აქიმიძის საქმეზე ბრალ ...

სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის შედეგად, „რუსთავი 2“  ქიბარ ხალვაშის საკუთრებად იქნა ა ...
19 ივლისი
19 ივლისი

ვის უცხადებენ ნდობას რუსთავი 2-ის ჟურნალ ...

დღევანდელი საინფორმაციო სამსახურის დასასრულს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საჯარო განცხადებით მიმართეს არხის ...
19 ივლისი
19 ივლისი

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტ ...

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ირგვლივ სასამართლო დავების ახალი ციკლი იწყება. ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100% ...
^