Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიმართება

05 ოქტომბერი, 2018 16:38

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს ალბერტინას მუზეუმი უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ქართველი გენიალური მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებს გარეთ, კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის  გაცნობა.  “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” - ამ სახელწოდების ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

ვენაში,ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება. 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გალერეა,  ვენის ალბერტინას მუზეუმი, 3 თვის განმავლობაში უმასპინძლებს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^