
ფინეთში გამართულ ტურნირზე ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
„ესპო მეტრო არენაზე“ გამართულ ღონისძიებაზე პირველ ადგილზე რუსი მიხაილ კოლიადა გავიდა (250.58). ვერცხლის მედალი კორეელ ჯუნვან ჩას ერგო (239,19), მორის ყვითელაშვილმა კი 231,19 ქულა მოაგროვა და ორი პროგრამის ჯამში მესამე ადგილზე გავიდა.