Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დელ პოტრო: ბასილაშვილი ბრწყინვალე იყო

07 ოქტომბერი, 2018 19:31

ნიკოლოზ ბასილაშვილმა China Open-ის ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგეს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 მოუგო.

მატჩის შემდეგ ცნობილმა არგენტინელმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილი შეაქო. დელ პოტროს თქმით, ბასილაშვილი რიგ მომენტებში მასზე უკეთესი იყო და ეს გამარჯვება დაიმსახურა.

„თამაშის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე, ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი. ტურნირს ძალიან ღირსეული ჩემპიონი ჰყავს! ნიკოლოზ ბასილაშვილი უბრალოდ ბრწყინვალე იყო. რიგ მომენტებში ის ნამდვილად ჩემზე უკეთესი იყო და ეს წარმატება დაიმსახურა. დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს და ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა“, - თქვა ფინალის დასრულებისას დელ პოტრომ.

ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, დელ პოტროსთან თამაში მისთვის დიდი პატივი იყო.

„პირველ რიგში, მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მოწინააღგმდეგის მიმართ. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთ კორტძე მოხვედრა. დელ პოტროსთან თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს და თამაშით დიდი სიამოვნებაც მივიღე. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს. მადლობა სპონსორებს, რომლებმაც აქ თამაშის შანსი მომცეს. ტურნირი დასაწყისიდან ფინალამდე ზღაპრულად ორგანიზებული იყო“, თქვა ბასილაშვილმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებისთვის 700 000 დოლარზე მეტს მიიღებს. ქართველ ჩოგბურთელს სარეიტინგო ქულებიც მოემატა და 34-ე ადგილიდან 23-ზე გადაინაცვლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^