Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლეგიტიმური ეჭვები ჩნდება, რომ შესაძლოა იყოს ცენზურა“ - ნატა ძველიშვილი

08 ოქტომბერი, 2018 13:41

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ შოუ „ვასმედია“, რომლის წამყვანიც  ვასიკო ოდიშვილი იყო, შეჩერდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ცენზურის ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება საზოგადოებაში, რადგან მიუხედავად ანონსისა, დაგეგმილი გადაცემა არ გავიდა და ფაქტია, რომ ახლად დაწყებული გადაცემა შეჩერდა. 

„გაჩნდა ბევრი ეჭვი და ამიტომაც ახლა მენეჯენტს მოუწევს საზოგადოების დარწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდებოდა ვასიკო ოდიშვილის იუმორისტულ გამოსვლას და ირაკლი კობახიძის კრიტიკას.

თუ ფორმატის შეცვლა მიმართულია იქითკენ, რომ ფორმები შეიცვალოს და რაღაც გაუმჯობესდეს. ცხადია, პრობლემა არ იქნება, მაგრამ, როგორც კი შინაარსში იქნება ცვლილება და საზოგადოებას შეექმნება განცდა, რომ ტონის შესარბილებლადაა  დასახელებული ფორმატის შეცვლა, ეს ეჭვები კიდევ უფრო გაიზრდება. 

ცხადია, რომ ამ მოცემულობით, რა რეალობაც გვაქვს - ანონსების მიუხედავად, არ გავიდა გადაცემა და ახლად დაწყებული გადაცემის ფორმატზე მიდის მსჯელობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასე ხშირად ფორმატები არ იცვლება და მით უმეტეს - გადაცემის შინაარსი. ცხადია, რომ ძალიან ლეგიტიმური ეჭვი არსებობს საზოგადოებაში, რომ  შესაძლოა, აქ ყოფილიყო ცენზურა," - ამბობს ნატა ძველიშვილი. 

ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ ვასიკო ოდიშვილის შოუ ტვ „იმედზე" შეჩერდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^