Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ანგარიში გლობალურ დათბობაზე შემაშფოთებელია

08 ოქტომბერი, 2018 21:44

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ;

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" მთავრობათაშორისი პანელი კლიმატის ცვლილების საკითხებზე შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, პლანეტის მომავალი საფრთხის ქვეშაა, თუკი გლობალური დათბობის მაჩვენებლებს მინიმუმზე არ შეინარჩუნებენ.

ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე კლიმატის, ჯანმრთელობისა და ეკოსისტემებისთვის აუცილებელია, რომ მსოფლიო ლიდერებმა შეძლონ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ტემპის შენარჩუნება ნახევარ გრადუსზე. ეს 2030-2052 წლების მიზანი უნდა იყოს.

თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მიზანი ამ დრომდე 1 გრადუსი ცელსიუსით დათბობის შენარჩუნება იყო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დათბობის მინიმუმ ნიშნულებზე შენარჩუნების შემთხვევაში, ნაკლები ადამიანი დაიტანჯება წყლის ნაკლებობით, ნაკლები ადამიანი დაიღუპება უკიდურესი სიცხით, სმოგითა და ინფექციური დაავადებებით, ანტარქტიდის დასავლეთით ყინულის დნობა შეუქცევად სახეს არ მიიღებს და ა.შ.

მთავრობათაშორისი პანელის წევრები ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში შეიკრიბნენ, რათა ანგარიში დაესრულებინათ.

ფოტო: თბოელექტროსადგურის გამონაბოლქვი და სამგზავრო თვითმფრინავი პეკინის ცაზე, 2017 წელი;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^