
დღეს 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების გატაცებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც „ლიბერალს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, მის გარდა ციხიდან გამოუშვეს შაბათს, გორის რაიონის სოფელ კირბალში დაკავებული მწყემსი.
50 წლის აკაკი დათიაშვილი საქონელს შვილთან და თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა, როცა გაიტაცეს. დაკავების დროს დათიაშვილმა თავად დაუძახა მათ, რომ გაქცეულიყვნენ.