Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

3 წლამდე ბავშვის მამა მოითხოვს, მასაც შეეხოს ნორმა, რომლითაც ქალები სარგებლობენ

09 ოქტომბერი, 2018 17:59

საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე გრიგოლ აბულაძის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა. ის სასაზღვრო პოლიციიდან გაათავისუფლეს მაშინ, როდესაც 3 წლამდე შვილი ჰყავდა.

მოსარჩელე მოითხოვს, რომ არაკონსტიტუციურად ცნონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 116-ე მუხლის სიტყვა ქალი (არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად...) ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მოტივით, როგორც მოხელე კაცის, ასევე მოხელე ქალის შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომა, როგორც ბავშვის დაბადებამდე პერიოდში, ასევე აღზრდისათვის განკუთვნილი 3 წლის განმავლობაში.

მოსარჩელე, გრიგოლ აბულაძე, 2016 წლის იანვარში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით დაინიშნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 7 მარტს კი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის კადრების განკარგულებაში. 11 ივლისს კი, დაითხოვეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

სარჩელში ვკითხულობთ, რომ გრიგოლ აბულაძის ჯერ კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო შემდგომში მისი დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველი გახლავთ შსს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაცია.

გრიგოლ აბულაძემ მიმართა სასამართლოებს და დავას უკვე განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება იმთავითვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან იგი როგორც 3 წლამდე ბავშვის მშობელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაშინ როცა კონსიტუტიცის ზემოაღნიშნული მუხლები უზრუნველყოფს სახელმწიფო თანამდებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სარჩელში ვკითხულობთ, რომ სადავო ნორმა ცალსახად, დისკრიმინაციულია და ვერ უზრუნველყოფს თანაბარი, არადისკრიმინაციული შესაძლებლობების შექმნას ნებისმიერი პირისათვის განურჩევლად სქესისა.

ამასთან, როგორც სარჩელში ვკითხულობთ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 116-ე მუხლი არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მიმართულია დაიცვას საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა 3 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინტერესები. შესაბამისად, მართალია აღნიშნული მუხლი არაპირდაპირ მიემართება საჯარო მოხელეებს, თუმცა ნორმა სწორედ ბავშვის ინტერესების დაცვასა და მათთვის სოციალური გარანტიების შექმნის მიზანს ემსახურება.

„მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არსებითად თანასწორი სუბიექტები, ვინაიდან ცნება რომელიც ამ ორ სუბიექტს აერთიანებს ეს არის სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებიც ელოდებიან შვილს (ორსულობის პერიოდი) და რომლებსაც ჰყავთ 3 წლამდე შვილები.

შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მოტივით, როგორც მოხელე კაცის, ასევე მოხელე ქალის შემთხევაში უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომა, როგორც ბავშვის დაბადებამდე პერიოდში, ასევე აღზრდისათვის განკუთვნილი 3 წლის განმავლობაში. ამგვარად, ისინი მოცემულ შემთხვევაში მიეკუთვნებიან შედარებად კატეგორიებს, თუმცა სადავო ნორმის ჩანაწერი მსგავსი კატეგორიის მამაკაცებს ამავე კატეგორიის ქალებთან შედარებით გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან, სქესის ნიშანი არ შეიძლება იყოს რაციონალური საფუძველი, რომელიც გაამართლებდა ამგვარ დიფერენციაციას“, - ვკითხულობთ სარჩელში.

მოსარჩელის წარმომადგენლები არიან: მაგდა ჯიმშელეიშვილი, ქეთევან როგავა, თეონა ზაქარაშვილი;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^