Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსაბჭოში რუსეთთან დაკავშირებული რეზოლუცია ავტორმა უკან გაიწვია

09 ოქტომბერი, 2018 21:08

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის ავტორმა პეტრა დე სუტერმა პროექტი უკან გაიწვია. რეზოლუციის პროექტი კომიტეტს დაუბრუნდება.

რეზოლუციის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა, რადგან დეპუტატების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ის  სინამდვილეში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავდა მიზნად. რეგლამენტის ცვლილებების დასამტკიცებლად საჭირო იყო ასამბლეის წევრთა ხმების ორი მესამედი. მის განხილვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვრის პლენარულ სესიაზე დაუბრუნდება.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^