Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატმა, რომელიც აცხადებდა, რომ „საშუალება" არ ჰქონდა, ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა

10 ოქტომბერი, 2018 12:56

„ქართული ოცნების" დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. 

დეპუტატი წინა თვეში აცხადებდა, რომ საშუალება არ ჰქონდა, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია დაეფინანსებინა.

„მე მისი [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, - განაცხადა მან რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას.

ასევე, იოსებ მაკრახიძემ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას" 25 000 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს „ქართულ ოცნებას" - 50 000 ლარი. 

ექიმი, რომელმაც ზურაბიშვილს 20 000 ლარი ჩაურიცხა, წერს, რომ მისი ამომრჩეველი არ არის

ჩაჩავას კლინიკის ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ნიკოლოზ კინტრაია Facebook-ზე წერს, რომ ის „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ არის და მას არ აძლევს ხმას. 

ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელმა, ნიკოლოზ კინტრაიამ ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შეწირულობის საკითხის შესწავლა დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^