Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: სიღნაღის მერია გალავნის კარიბჭეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ აღადგენს

10 ოქტომბერი, 2018 18:15

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის ისტორიულ გალავანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით წარმოებულ ფიზიკურ სამუშაოებს კანონის უხეშ დარღვევად აფასებს და მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 

„სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფი დღესვე ადგილზე შეისწავლის სამშენებლო პროცესისა და მისი განხორციელების ყველა წინამდებარე პროცედურას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეუთანხმებლად წარიმართა.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ დღესვე განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის შესაძლო დაზიანების ხარისხი, რითაც უნებართვო პროცესში ჩართული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით,  სიღნაღის ისტორიულ გალავანზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაოები  შეჩერებულია და სახელმწიფო უწყების უშუალო ჩართულობით მომზადდება გალავნის სახეცვლილი სეგმენტის პირვანდელი იერსახით აღდგენის საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც,  კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია გალავნის კარიბჭეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ ამავე პროექტის მიხედვით აღადგენს. 

რატომ შელესეს სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი - მერიის წარმომადგენლის პასუხი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^