Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: ჩხეიძის მიერ მითითებული ნომერი დასახელებულ მანქანაზე გაცემული არ ყოფილა

10 ოქტომბერი, 2018 19:43

მთავარი პროკურატურა პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის ჩვენებას ეხმაურება. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ სახელმწიფო ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა.

„გვსურს,  საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ  2018 წლის  5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ, ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს „ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ „პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს „ოლიმპუსის“ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც  ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ  ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს  სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 - 07.04.2014 წელს გაიცა  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იხ. წერილი - შსს მომსახურების სააგენტო

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^