Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ოქტომბერი, 2018 20:43

პროკურატურა „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი.

„შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა - ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ.

2017 წლის 1 დეკემბერს, გ.მ.-ს და მ.თ.-ს საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება.

ბრალდების მხარეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებმაც მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს. თითოეულ მათგანს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  მნიშვნელოვანია, თითოეულ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, თუმცა, უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

პროკურატურა კიდევ ერთი საუბრის ჩანწერს ა ...

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩანაწერი მოქა ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნი სტე ...

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სტენდი, რომელშიც ნარჩენები შერეულად იყრებოდა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული და იყო ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

შსს-მ ის კანონები გამოიყენა, რომლებიც სა ...

„შსს-მ დასაპატიმრებლად ის კანონები გამოიყენა, რომლბიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადწყვეტილებასთან" ...
^