Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან - HRIDC

11 ოქტომბერი, 2018 12:30

ადამიანის უფლებათა და ჩართულობისა და განვითარების ცენტრებმა დღეს ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გამართეს. 

საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

„მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, გადაკვალიფიცირდება“ - პროკურატურა საფაროვის საქმეზე

„ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ჩართულობის და განვითარების ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი  მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე. 

„როგორც კონფლიქტის  თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, მოხდა ქსენოფობიურ  ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.

ჩართულობის და განვითარების ცენტრსა და ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული  გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, რადგან, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით.

მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას." - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად გაირკვაო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე.

"შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს." - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში. 

----------------------------

ვიტალი საფაროვი თბილიში 24 სექტემბერს მოკლეს. გამოძიება 108-ე მუხლით  დაიწყო (განზრახ მკვლელობა) რაც 7-15 წლამდე მდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

შსს სამინისტრომ 25 წლის ვატო საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი 1 ოქტომბერს დააკავა.

განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის  შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი - 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995  წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

პროკურატურა კიდევ ერთი საუბრის ჩანწერს ა ...

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩანაწერი მოქა ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნი სტე ...

ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სტენდი, რომელშიც ნარჩენები შერეულად იყრებოდა, ექსპლოატაციაში არ იყო შესული და იყო ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

შსს-მ ის კანონები გამოიყენა, რომლებიც სა ...

„შსს-მ დასაპატიმრებლად ის კანონები გამოიყენა, რომლბიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადწყვეტილებასთან" ...
^