პროკურატურაში ამბობენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება.
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გამართეს.
ცენტრში მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან - HRIDC
ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
----------------------------
ვიტალი საფაროვი თბილიში 24 სექტემბერს მოკლეს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო (განზრახ მკვლელობა) რაც 7-15 წლამდე მდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შს სამინისტრომ 25 წლის ვატო საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი 1 ოქტომბერს დააკავა.
განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი - 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.