Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ანდრიაძის 7 რჩეული ფილმი

11 ოქტომბერი, 2018 15:18

„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას  - LIST. ჩვენ შემოგთავაზებთ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების რჩეულ ფილმებს, წიგნებს, მუსიკას, მოვლენებს...

რუბრიკა მუშაობას პრეზიდენტობის კანდიდატთა რჩეული ფილმებით იწყებს. გთავაზობთ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის 7 რჩეულ ფილმს. 

დათა თუთაშხია  (1978)

„განასახიერებს უსამართლო სახელმწიფო სისტემასთან ღირსებით მებრძოლი პიროვნების სახეს. ნათლად წარმოაჩენს ამ სისტემის მიერ შექმნილ მახინჯ პიროვნებებს და დაბეჩავებულ, გადაგვარებულ საზოგადოებას“. 

უკანასკნელი სამურაი / The Last Samurai (2003)

„განასახიერებს მტრისადმი ღირსეულ დამოკიდებულებას და სიყვარულით ადამიანის შეცვლის სასწაულს“. 

მოჩვენება / Ghost (1990) 

„განასახიერებს სიყვარულსა და ერთგულებას და მარადისობაში ამ ურთიერთობის გაგრძელებას, ღმერთის ცხადად მონაწილეობას ადამიანების ცხოვრებაში“. 

ზეციური სამეფო / Kingdom of Heaven (2005)

„განასახიერებს ღვთის განგებულების მოქმედებას. მტრისადმი პატივისცემას. ფანატიზმის უგუნურებას და საკუთარ თავზე მაღლა დადგომას. მოქმედებას შინაგანი ზნეობრივი პრინციპებით და არა ხელისუფალი არაზნეობრივი ბრძანებების მიხედვით“. 

ბენ-ჰური / Ben-Hur (1959)

„ქრისტიანული სარწმუნოების ყველაზე მარტივად და სადად გადმოცემული ფილმია, სადაც ნაჩვენებია რწმენის ძალა და ადამიანის გაუტეხელი ბუნება“. 

ფესვები (1987)

„ქართველი ადამიანის სამშობლოსადმი საოცარი სიყვარულის მაგალითი. ზოგადად ფილმი ასახავს ქართველი კაცის ხასიათს, მის შემწყნარებლულ ბუნებას, ვაჟკაცობას, თავდადებას., ღირსებას, მეგობრობის უდიდესი ნიჭის ქონას და ყველაზე მეტად კი გამოხატავს სამშობლოსადმი განუზომელ სიყვარულს“. 

ელ სიდი / El Cid (1961)

„ამ ფილმში ასახულია ადამიანის ამაღლებული ბუნება, სამშობლოს სიყვარულის გამო დაითმინოს უსამართლო დევნა-შევიწროება, დათმოს საკუთარი პირადი ბედნიერება  და დადგეს საკუთარ თავზე მაღლა, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

IPN, რ2, 1TV: 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ...

გორში, კულტურისა და დასვენების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ვანში სახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვ ...

ვანში, სოფელი ბზვანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალის სოცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებ ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

კვაჭანტირაძის განცხადებით, ზურაბიშვილის ...

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის Facebook-პოსტი ხატია ბუნია ...
^