Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიღნაღის მერია გალავნის დამახინჯებისთვის 12 000 ლარით დააჯარიმეს

11 ოქტომბერი, 2018 16:40

სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯარიმა. მერიას 12 000 ლარის გადახდა მოუწევს. იმავე რაოდენობის ჯარიმას გაიდაიხდის სამშენებლო კომპანიაც.

ინფორმაცია „ლიბერალს" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაუდასტურეს. 

სიღნაღის მერია და კომპანია „ინსტალ პლუსი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდნენ. აღნიშნული მუხლი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს. 

„ხოლო კომპანია დაჯარიმდა, რადგან მათ შემუშავებულ პროექტზე ჰქონდათ გადაცდომები, მათ მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მოიცვეს კიდევ სხვა სეგმენტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადური წყობისა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს განვუსაზღვრეთ ექვსთვიანი ვადა, იმისთვის, რომ შეიმუშაონ ხელახლა საპროექტო დოკუმენტაცია, რათა მიყენებული ზიანი იყოს დროულად აღმოფრილი. ეს პროექტი უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან და საბჭოსთან, რაც შემდეგ ჩვენივე ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს“, -განუცხადეს სააგენტოდან „ლიბერალს“. 

რატომ შელესეს სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი - მერიის წარმომადგენლის პასუხი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

ვის ეკუთვნის სოფელ ბანძაში მაყვალა კეკელ ...

სამეგრელოში, მარტვილის სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის მონეტები იპოვეს. მათ ნ ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

ინსპექტირების დეპარტამენტი: 80-ზე მეტი ს ...

ოქტომბრიდან დღემდე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპ ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

შემოწმების პროცესი საარჩევნო პერიოდში არ ...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბოლო ...
^