Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI - რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის რეკლამები კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს

12 ოქტომბერი, 2018 17:42

„საერთაშორისო გამჭვირველობა - საქართველოს“ განცხადებით, რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის რეკლამები კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

28 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამებზე, რომლებიც თავიანთი შინაარსით, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენდა. ამ შემთხვევებში აშკარა იყო, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს უსასყიდლოდ აძლევდა გარკვეულ სარგებელს, რაც შემოწირულებას წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობით კი პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულების განხორციელება.

ორგანიზაციი მიმართვის მიუხედავად კი ასეთი რეკლამები ტელეარხებზე კვლავ გადის.

 მონიტორინგის შედეგად იმავე კანონის დარღვევა გამოიკვეთა კიდევ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მათთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს სხვა კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისთვის იყენებენ.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ შესაბამისი ზომები;

ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, შეწყვიტონ მსგავსი რეკლამების განთავსება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან თუ ეს ქმედება კანონდარღვევად იქნება მიჩნეული, საარჩევნო სუბიექტები შესაძლოა დიდი თანხებით დაჯარიმდნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატ კახა კუკავას სასარგებლო აგიტაციას ეწევა:

N18 აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”;

N35 გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:
 

N22 ოთარ მეუნარგია  - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"

პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:

N23 ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^