Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთის სასამართლომ დაკავებული პასტორი გაათავისუფლა

12 ოქტომბერი, 2018 17:51

თურქულმა სასამართლომ ამერიკელ პასტორს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შინაპატიმრობაში გატარებული დრო გაითვალისწინა და ის გათავისუფლდა.  თვითმხილველების თქმით, ენდრიუ ბრანსონმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას ცრემლები ვერ შეიკავა და გადაწყვეტილების მიღებამდე თქვა „მე უდანაშაულო ადამიანი ვარ. მე მიყვარს ქრისტე, მე მიყვარს თურქეთი“. 

ლირის გაუფასურებაზე პოსტების გამო, 346 მომხმარებლის მიმართ თურქეთმა გამოძიება დაიწყო


თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა. 

ანკარა მას  ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ  ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.

მომხდარის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც თურქეთში ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^