Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი: რა ფაბრიკაციებიც მოვისმინეთ „რუსთავი 2-სგან“, ჩანაწერების იდენტობა კითხვას აჩენს

15 ოქტომბერი, 2018 11:53

„რუსთავი 2-მა“ შეგვაჩვია რა საარჩევნოდ ფაბრიკაციებს, მის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მიმართ ნდობა ვერ მექნება - საჭიროა, ყველაფერს პასუხი გამოძიებამ გასცეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. 

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას სესიაშვილმა  აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური მედიაა.

„გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა რა ფაბრიკაციებიც მოვისმინეთ, „რუსთავი 2“-სგან სხვადასხვა საკითხებზე, გუშინ გავრცელებული ჩანაწერების იდენტობა კითხვას აჩენს და მის მიმართ ნდობა ვერ მექნება. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის მიუღებელია ის მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის და ვერ წარმომიდგენია ის, რაზეც არის საუბარი. ცხადია, კითხვებზე პასუხი გამოძიებისგან უნდა მივიღოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

„რუსთავი 2" ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს

„რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი (რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული), ხორავას ქუჩისა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

ტელეკომპანიის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს მის ერთგულებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^