Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

16 ოქტომბერი, 2018 11:13

Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ლიმფომა გახდა. 

ალენი დაავადებას 2009 წელს მკურნალობდა. ორი კვირის წინ მან განაცხადა, რომ დაავადება დაბრუნდა, თუმცა ამბობდა, რომ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. 

„გულგატეხილი ვარ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უახლოესი მეგობრის გამო... პერსონალური კომპიუტერები მის გარეშე არ იარსებებდნენ" - თქვა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა. 

გეითსმა და ალენმა კომპანია 1975 წელს დააარსეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^