Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ნინო ჯაფიაშვილი უხელმძღვანელებს

16 ოქტომბერი, 2018 11:36

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ ნინო ჯაფიაშვილმა დაუდასტურა. 

ჯაფიაშვილის კანდიდატურა ხელმძღვანელის პოზიციაზე ღია კონკურსის ფარგლებში შეირჩა. თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტურია 2018 წლის თებერვლიდან, როცა აღნიშნული თანამდებობა მარინა ვაშაყმაძემ დატოვა. 

ნინო ჯაფიაშვილი ჟურნალ „ინდიგოს” დამფუძნებელია. მანამდე იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის” რედაქტორი და მისი ვებგვერდის კურატორი. საერთო ჯამში, მას სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინმედიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო „ინტერნიუს ნეტვორკისა“ და ტელეკომპანია „რუსათავი 2-ის” რეპორტიორი, წამყვანი და პროდიუსერი. არის ჟურნალ „ლიბერალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორი. ასევე იყო ამ გამოცემის ონლაინპორტალის მთავარი რედაქტორი.

კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლაში (GIPA) ნინო ჯაფიაშვილი ასწავლის მედიაეთიკას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წლის 20 დეკემბერს
.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^