Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძემ სუბელიანთან შესვლის ნებართვა ჯაფარიძეზე, კვირას, P.S.-ს ანონსის შემდეგაც გასცა - დოკუმენტი

16 ოქტომბერი, 2018 19:47

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ციხეში მირზა სუბელიანის მონახულების ნებართვა 5-ჯერ (6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერს და 14 ოქტომბერს) მისცა.

საქართველოს პარლამენტიდან „ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯაფარიძეს გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანთან სპეციალური ნებართვის გარეშე მონახულების უფლება ბოლოს 14 ოქტომბრის ბრძანებით მისცა.

საქმე ისაა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ფარული ჩანაწერის შესახებ გადაცემა P.S.-ს ანონსი სწორედ, კვირას, 14 ოქტომბერს, დილის 9 საათამდე გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ბრძანება, ამავე, არასამუშაო დღეს გასცა.

„ლიბერალის“ შეკითხვას - ციხეში ბოლოს როდის მოინახულა მირზა სუბელიანი? ვიქტორ ჯაფარიძე არ პასუხობს.

„მირზას, როცა მოუნდება, როცა მეტყვის და მოისურვებს, მაშინ შევხვდები. ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემაც დამირეკა და მთხოვა, რომ კიდევ შევხვდე. მირზას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა“, - გვითხრა ვიქტორ ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ციხეში მირზა სუბელიანის მონახულების მიზნით ჯაფარიძისთვის გაცემული დანარჩენი 4 ნებართვის შესახებ ბრძანებები სამუშაო დღეებშია გაცემული.

 

 

 

 

 

 

P.S.-ს ანონსი:

გადაცემა P.S-ში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი 14 ოქტომბერს გავიდა. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, იგი 11 ოქტომბერს არის ჩაწერილი. დღეს კი პროკურატურამ გამოაქვეყნა, როგორც თავად აცხადებს, 6 ივლისს ჩაწერილი აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებულ საქმეებზე ტყუილს იტყვის, რასაც ხალხი დაიჯერებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^