Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესტიაში სვანეთი ჰიდროს მიერ განახლებული სააქტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა

17 ოქტომბერი, 2018 15:04

კომპანია სვენეთი ჰიდრომ, რომელიც მესტიაჭალაჰესს აშენებს მესტიის პირველ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზი თანამედროვე სივრცედ მოაწყო და საზეიმოდ გახსნა.   ახალი  სააქტო დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მესტიის ყველა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. 
მესტიის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, წლების განმავლობაში სკოლაში არ არსებობდა სივრცე, სადაც მოსწავლეები შეძლებდნენ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრების, საჯარო ლექციებისა თუ შემოქმედებითი საღამოების გამართვას. 
,,განახლებულ სააქტო დარბაზს სკოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლებლობა მოგვეცა სწავლების პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ ”  - აცხადებს მესტიის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნანა რატიანი. 
სვენთი ჰიდრო მესტიაში მოზარდი თაობის და განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის განცხადებით მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სოციალური პროექტები მათ საჭიროებებზეა მორგებული.


“სააქტო დარბაზის კეთილმოწყობით ჩვენ შევეცადეთ მესტიის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის შეგვექმნა სივრცე, სადაც შეძლებენ სხვადასხვა შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოების გამართვას, რაც მომავალში  მათი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”.  - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანიამ სვანეთი ჰიდრო  მესტიის მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.
კომპანია სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^