Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური უფლებების თემაზე WISG ვიზუალური ნამუშევრების კონკურსს აცხადებს

17 ოქტომბერი, 2018 15:46

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში (25 ნოემბერი-10 დეკემბერი) „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) აცხადებს ვიზუალური ნამუშევრების კონკურსს სექსუალური უფლებების თემაზე.

WISG-ის განცხადებით, არჩეული 16 ნამუშევარი გამოყენებული იქნება 16-დღიანი ონლაინკამპანიისა და ფინალური გამოფენისათვის.
ქვემოთ მოცემული უფლებები წარმოადგენს „სექსუალური უფლებები: IPPF დეკლარაციის“ ინტერპრეტაციას. თითოეულ უფლებაზე ონლაინკამპანიისთვის WISG შეარჩევს თითო ვიზუალურ ნამუშევარს:
1. სექსუალური უფლებები არის ადამიანის თავისუფლების, თანასწორობის და
ინდივიდუალობის განუყოფელი ნაწილი.
2. შენი უფლებაა თავად განკარგო საკუთარი სექსუალური ცხოვრება,
ძალადობის და იძულების გარეშე.
3. შენი სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა
გასამართლებას არ ექვემდებარება.
4. ქალი არ არის ვალდებული გახდეს დედა. შვილის ყოლა ადამიანის არჩევანია.
5. შენი უფლებაა დაცული იყოს ინფორმაცია შენი სექსუალური ცხოვრების
შესახებ. იძულებითი ქამინგ-აუთი აკრძალულია.
6. შენი უფლებაა აირჩიო პარტნიორი, გამოავლინო სექსუალური პოტენციალი და
მიიღო სიამოვნება.
7. შენი უფლებაა არ დათანხმდე იძულებით მკურნალობას და არასაჭირო
სამედიცინო პროცედურებს.
8. შენი უფლებაა შენი დოკუმენტები ასახავდეს შენს პიროვნებას, მიუხედავად
შენი გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვისა.
9. ყველა სექსუალური ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ურთიერთთანხმობას.
10. შენ გაქვს უფლება მიიღო, მოიძიო და გაავრცელო ინფორმაცია სექსუალობის
შესახებ.
11. შენ გაქვს უსაფრთხო სექსის უფლება.
12. შენ გაქვს უფლება მიიღო სექსუალური განათლება.
13. შენ გაქვს უფლება იყო ძალადობისგან დაცული მიუხედავად შენი
სექსუალური ქცევისა, ადგილსამყოფელის და სხვა გარემოებებისა, სულერთია
სექს-მუშაკი ხარ თუ მსჯავრდებული.
14. შენ გაქვს უფლება არ დათანხმდე იძულებით და/ან ადრეულ ასაკში
დაქორწინებას.
15. შენ გაქვს სექსუალური ოცნებების, ფანტაზიების, სურვილების და
სექსუალური თვითრეალიზაციის უფლება სტიგმის, სტერეოტიპების, წნეხის,
დარცხვენის, მარგინალიზაციის, შიშის და ცრურწმენების გარეშე.
16. პატივი ეცი სხვის სექსუალურ უფლებას.

WISG კონკურსის პირობებსაც აქვეყნებს:

  • მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
  • ერთ ავტორს შეუძლია რამდენიმე ნამუშევარის გამოგზავნა;
  • ავტორს შეუძლია თავად აირჩიოს მოცემული 16 მუხლიდან რომელზე/რომლებზე შექმნას ნამუშევარი/ნამუშევრები;
  • ნამუშევარი უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს;
  • ნამუშევარი შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ტექნიკით: ნახატი, ფოტო, კომპიუტერული გრაფიკა, კომიქსი, შერეული მედია;
  • ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • უნდა შეესაბამებოდეს არჩეული მუხლის შინაარსს;
  • ჰორიზონტალური ნამუშევარი გამოგზავნილი უნდა იყოს არანაკლებ 1024 x 512 პიქსელური რეზოლუციით, ხოლო ვერტიკალური ნამუშევარი არანაკლებ - 476 x 714 პიქსელური რეზოლუციით.
  •  გამოგზავნილი ფაილის ფორმატი TIFF, მოცულობა არაუმეტეს 5MB.

„ნამუშევრების არჩევისას მთავარი კრიტერიუმები იქნება: შესრულების ხარისხი, ფორმის ორიგინალურობა და რამდენად საინტერესოდ მოხდება ტექსტის ვიზუალური ინტერპრეტაცია“- აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები
კონკურსის ფარგლებში არ განიხილება ჰომო/ბი/ტრანსფობიური, ქსენოფობური და
სექსისტური შინაარსის მქონე ნამუშევრები.
შერჩეული ნამუშევრები განთავსდება კამპანია 16 დღის გვერდზე და გამოიფინება.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
კონკურსის პირობებით გათვალისწინებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი - 500
II ადგილი - 375
III ადგილი - 250
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი
ნამუშევრების გაგზავნას შეძლებთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" უფლებას იტოვებს გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ნამუშევრები როგორც კონკურსის ფარგლებში, ისე სხვა ბეჭდვითი პროდუქციის შექმნისას ავტორის ვინაობის (სახელი, გვარი ან ფსევდონიმი) მითითებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^