Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის შპს და „დაშბაშიჰესი" - დავა სასამართლოში

17 ოქტომბერი, 2018 17:20

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის, მეუღლე ნათია ხვისტანი შპს „ქცია 94-ის“ 66.99% წილის მფლობელია. აღნიშნულ კომპანიას მიმდინარე წლის 20 აპრილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, „დაშბაშიჰესის“ რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის უფლება მიენიჭა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ხვისტანმა 2017 წელს 50 000 ლარი „ქართულ ოცნებასაც" შესწირა.

მცირე სიმძლავრის (დადგმული სიმძლავრე-1520 კვტ.) „დაშბაშიჰესი“ აგებულია 1935 წელს. შპს „ქცია 94“ გეგმავს მის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და სიმძლავრის გაზრდას. ჰესის ინფრასტრუქტურა მოიცავს სათავე კვანძს, სადერივაციო გვირაბს, სადაწნეო აუზს და ჰესის შენობას. კომუნიკაციები განთავსებულია წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის ტერიტორიაზე, მდინარე ხრამის (მდინარე ხრამს ასევე, მოიხსენიებენ, როგორც მდინარე ქციას) კანიონისებურ, ღრმა ხეობის მარჯვენა ნაპირზე.

„დაშბაშიჰესი ექსპლუატაციაში 1935 წელს შევიდა და დღემდე ფუნქციონირებს, მისი მშენებლობის ძირითადი მიზეზი, „ხრამჰესი I-ის“ მშენებლობის ეტაპის ელექტროენერგიით მომარაგება იყო, აღნიშნული მშენებლობის დასრულების შემდგომ ჰესმა დამოუკიდებლად განაგრძო ფუნქციონირება და გამომუშავებულ ენერგიას დღემდე აწვდის საქართველოს ენერგოსისტემას. შპს „ქცია-94“ გეგმავს ჰესის სიმძლავრის გაზრდას 1520 კვტ-დან 2152 კვტ-მდე“, - ვკითხულობთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელსაც მინისტრი ლევან დავითაშვილი აწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" „დაშბაშიჰესის“ რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. 

მათი თქმით, „დაშბაშიჰესის“ რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის სამინისტრომ იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

18 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა. ვინაიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არ განიხილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, 17 აგვისტოს „მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. 

როგორც „ლიბერალს" „მწვანე ალტერნატივაში" განუცხადეს, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა წინასასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^