Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია „იბერიის“ საქმეზე: ეს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს

18 ოქტომბერი, 2018 12:01

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ იბერიის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.  კოალიცია აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება გამოხატავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ამ დრომდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, რომ მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და „იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კოალიცია მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები, მოუწოდებს ხელისუფლებას, დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^