Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საინვესტიციო პროექტების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანამ ამ დრომდე 1 600 000 ლარი გადაიხადა

18 ოქტომბერი, 2018 14:55

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტით განსაზღვრული  საინვესტიციო კრედიტები წლიურ გეგმასთან შედარებით 25%-ითაა ათვისებული. ჯამში 1 237 მლნ ლარის შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით 51 პროექტის დაფინანსება დაიგეგმა, თუმცა 8 თვის მდგომარეობით, 7 პროექტის შემთხვევაში საინვესტიციო თანხა საერთოდ არ გახარჯულა, მაშინ, როცა ამ პროექტებზე 9 თვეში 53 200 000 ლარის გახარჯვა იგეგმებოდა.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, საკრედიტო თანხის დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, 13 პროექტის შემთხვევაში 9 თვის გეგმის შესრულება 70%-ზე დაბალია. მათზე გადახდილი ვალდებულების გადასახადი კი 1.6 მლნ ლარია. 

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 17 მლრდ ლარია, რაც ამ წლის ბიუჯეტით დადგენილი ზღვრის 95%-ია. ამ თანხიდან 3.9 მილიარდი ლარი საშინაო ვალია, ხოლო 14 მილიარდი  - საგარეო. ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი პირველ 9 თვეში 211 მლნ ლარითაა გაზრდილი. უწყებაში ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ნაშთი კიდევ უფრო გაიზრდება. 

აუდიტის სამსახური: ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა

აუდიტის ანგარიში: 2018 წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებიდან

პროგრამები, რომლებშიც განათლების სამინისტრომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ვერ დახარჯა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^