Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ხშირია შემთხვევები, როდესაც რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ „ფეიქებს"

18 ოქტომბერი, 2018 14:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. მათივე განმარტებით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაშიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არა ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ „ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან", - ავცადებს შსს. 

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას მურუსიძის ადვოკატი გია გოროზია ამბობს,  2 შემთხვევაშიც მურუსიძემ პარაცეტამოლი გაყიდა, თუმცა  დაცვის მხარის პოზიციით, „აგენტმა პროვოკატორმა" ის შემდგომ ნარკოტიკული საშუალებით შეცვალა.

„საკონტროლო შესყიდვის 3 შემხვევაში გაყიდული ნივთიერება პარაცეტამოლია" - ადვოკატი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^